Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

68QEFHTY Posted 13 Nov Views: 0

უფროსი სამოქალაქო ინჟინერი

Coteccons Construction external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 18) Apply by 1 Dec

სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" ქ. ბათუმში მიმდინარე პროექტისთვის — Silk Towers — ეძებს გამოცდილ უფროს სამოქალაქო ინჟინერს (Senior Civil Engineer).

კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
  • სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, Silk Towers-ის სამშენებლო ობიექტი;
  • ანაზღაურება - კონკურენტული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

  • კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
  • მასშტაბურ მაღლივ პროექტზე საერთაშორისო გუნდთან მუშაობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო, მათ შორის კონსტრუქციული სამუშაოების ზედამხედველობა და კოორდინაცია ობიექტზე;
  • სამუშაოების შესრულების კონტროლი პროექტის, ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების შესაბამისად;
  • დამკვეთთან, კონსულტანტებთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების განხილვა და კოორდინაცია ინგლისურ ენაზე;
  • სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი ობიექტზე;
  • ტექნიკური პრობლემების ოპერატიული გადაჭრა და საინჟინრო გუნდის ხელმძღვანელობა.

მოთხოვნები

  • სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი;
  • სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მაღალსართულიანი შენობების პროექტებზე;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერილობითი) — აუცილებელია ობიექტზე დამკვეთთან სამუშაო საკითხების დამოუკიდებლად განხილვა და კოორდინაცია;
  • სამშენებლო მეთოდების, კონსტრუქციული სამუშაოებისა და სამშენებლო ობიექტის მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ტექნიკური ნახაზების კითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • AutoCAD-ისა და MS Office-ის პროგრამების ცოდნა;

უპირატესობა მიენიჭება

  • MS Project-ის ან Primavera-ს ცოდნას;
  • საერთაშორისო გუნდში მუშაობის გამოცდილებას.

შერჩევის ეტაპები

  • CV-ების განხილვა;
  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე (მათ შორის ტექნიკური საკითხების განხილვა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "Senior Civil Engineer - Silk Towers", წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ" - ის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post