გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

69DXHNBA გამოქვეყნდა 31 ოქტ 38 ნახვა

მთავარი ბუღალტერი

Z.E.G.A Consulting გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
  • საგადასახადი კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის/საგადასახადო აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
  • პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • სალაროს ნაშთის კონტროლი;
  • საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
  • ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა