შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი
კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
- უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება;
- პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება;
- მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.