სამედიცინო წარმომადგენელი/მენეჯერი
კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა. მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით. წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია. დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მედიქალ ვორლდ"-ის ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალისთვის სამედიცინო წარმომადგენლის/მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის ქ N12; სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 17:00 სთ; შაბათი 09:00 - 14:00 სთ; ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი სამუშაო მიმართულებები:
- ბათუმისა და აჭარის რეგიონში კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება; არსებულებთან კი ვიზიტების და კომუნიკაციის დაგეგმვა, შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
- ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- პაციენტების მიღების, რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის კონტროლი;
- სახარჯი საშუალებებისა და სხვა საჭირო რესურსების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
- მომსახურების ხარისხის, სამუშაო პროცესებისა და შიდა სტანდარტების კონტროლი;
- საჭიროებისადა მიხედვით სათავო ოფისთან და ცენტრალურ ლაბორატორიასთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი.
- რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ბიოლოგიური, ფარმაცევტული, მენეჯმენტის ან ბიზნესის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
- სამედიცინო წარმომადგენლის, გაყიდვების მენეჯერის ან ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო სფეროს, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა ან ჯანდაცვის სექტორის ცოდნა;
- მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
საჭირო კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
- ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
- FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
- https://mlab.ge/
- https://mworld.ge/
- https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE
- https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ბათუმის ფილიალის სამედიცინო წარმომადგენელი/მენეჯერი".
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.