რეგიონული მენეჯერი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე აჭარა-გურიაში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
** ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
** მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
** სტანდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
** როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
** არაგეგმური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
** რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
** პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
** გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიუროსათვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიუროში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიუროსათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიუროში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.