8633 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6EB68ZAD გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

მცირე ბიზნესის ბანკირი - მარნეული

Bank of Georgia
სხვა სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე მარნეულში.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, გექნება შესაძლებლობა:

  • დაგეგმო და განახორციელო მომხმარებლებთან ვიზიტი, გააცნო არსებული ბიზნეს საკრედიტო პროდუქტები და მომსახურებები;
  • დააიდენტიფიცირო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო შესაბამისი საკრედიტო პროდუქტი და გააცნო მისი უპირატესობები;
  • შეისწავლო და აწარმოო მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • მოამზადო საკრედიტო განაცხადი და წარადგინო კომიტეტზე;
  • გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან, საჭიროების შემთხვევაში გაუწიო კონსულტაცია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინ. 1-წლიანი გამოცდილება.

სავალდებულო ცოდნა, უნარები: - ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების (სასაუბრო) ცოდნა;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;
  • მომსახურების უნარები - თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარების მზაობა;

ჩვენ გთავაზობთ: - სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი, 2026 წელი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის