8126 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6G2GEK38 გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

სასტუმრო კომპლექსი კრუიზი

სასტუმრო კომპლექსი კრუიზი

რესტორნის სერვის მენეჯერი

სასტუმრო კომპლექსი კრუიზი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

ვაკანსია: რესტორნის სერვის მენეჯერი

კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის სერვის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებას და სერვის პროცესების ეფექტურ მართვას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა ანაზღაურება: 2500 ლარი კვება: უზრუნველყოფილია სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები: - რესტორნის სერვის პროცესების ორგანიზება და კონტროლი - სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მიმტანებისა და სერვის პერსონალის მართვა, გადამზადება და განვითარება - მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მათი შესრულების მონიტორინგი - სტუმრებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის ეფექტურად მართვა - სერვის პროცესებში ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესება - სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა სერვის გუნდისთვის - ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა სერვისის ნაწილში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - რესტორნის სერვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება - ძლიერი კომუნიკაციისა და სტუმართმოყვარეობის უნარები - სერვის სტანდარტების და სტუმრის გამოცდილების მართვის ცოდნა - ლიდერული და ორგანიზაციული უნარები - პასუხისმგებლობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს - კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას - თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: დასაგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა: კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის