სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
კლინიკა "Beta Plus Fertility" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.betaplusfertility.com/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
** საერთაშორისო სტანდარტებისა და აკრედიტაციის (ISO, JCI და სხვ.) პროცესებში აქტიური მონაწილეობა და კოორდინაცია;
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვა და პაციენტის უსაფრთხოების კონტროლი; კლინიკური და ადმინისტრაციული პროცესების მონიტორინგი, შეფასება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება;
** სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება;
** დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციასა და შენახულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა
** სხვადასხვა დავალების შესრულება სამედიცინო დირექტორისგან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO, JCI, ეროვნული პროტოკოლები) ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოებისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე:
https://betaplus.selfrecruit.ge/s/FbTRH
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.