8848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6KHPY6RX გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ტექნიკური კონსულტანტი

ახალი ნათება გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1500–1700 / თვეში ბოლო ვადა:

„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge

კომპანია,,ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე ავეჯის შოურუმში ქ. ბათუმში

ანაზღაურება: 1500 -1700 ლარი (ზრდის პერსპექტივით). სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშო საათები: დღეში 8 საათი, 10:00-19:00 შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.

დამატებით გთავაზობთ: - კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას - მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს - ზრდისა და განვითარების პერსპექტივას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მართვის გამოცდილება ( B, კატეგორია)

ძირითადი მოვალეობები: - ავეჯის უსაფრთხო გადაადგილება და კვალიფიციურად აწყობა/მონტაჟი შესაბამისი ნახაზის/გეგმის მიხედვით - კომპანიის შოურუმებსა და მომხმარებლის ლოკაციაზე. - დაკისრებული მოვალეობების თავაზიანად და კეთილსინდისიერად შესრულება

სასურველი უნარ–ჩვევები: - ავეჯის აწყობისა და მონტაჟის გამოცდილება; - მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი - კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით - პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 2026 წლის 20 სექტემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, ტექნიკური კონსულტანტი“ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ახალი ნათება
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის