წარმოების სტაჟიორი
იწყებ კარიერას? გახდი წარმოების სტაჟიორი "Blue Waters"-ში!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
გაინტერესებს, როგორ იქმნება პროდუქტი რეალურად და გინდა თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა ისწავლო? Blue Waters ეძებს 2 მოტივირებულ სტაჟიორს წარმოების გუნდში!
ჩვენ არ მოვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას — მთავარია გქონდეს ინტერესი, ენერგია და სურვილი, შეისწავლო საწარმოო პროცესები პრაქტიკაში.
რას გააკეთებ სტაჟირების პროცესში:
** ისწავლი და დაეხმარები: ჩაერთვები აწყობის სპეციალისტების ყოველდღიურ საქმიანობაში. ** იმუშავებ ტექნოლოგიებთან: მიიღებ მონაწილეობას CNC დანადგარით ლისტების დაჭრისა და დამუშავების პროცესში. ** გაეცნობი საწარმოო რიტმს: მხარს დაუჭერ საწარმოო და სასაწყობე პროცესებს უშუალოდ ადგილზე.
რა ცოდნას, გამოცდილებას მიიღებ:
** შეიძენ პრაქტიკულ ცოდნას ბიოგამწმენდი დანადგარების საწარმოო ციკლზე. ** ისწავლი CNC დანადგარის ოპერირებასა და მართვას. ** წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, განიხილება წარმოებაში დასაქმების პერსპექტივა!
პირობები, რომელსაც გთავაზობთ:
** ხანგრძლივობა: 3 თვე ** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 საათი), ორშაბათი - პარასკევი ** ცვლები (არჩევით): I ცვლა (09:00 - 13:00) ან II ცვლა (14:00 - 18:00) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილოს დასახლება ** ანაზღაურება: ფიქსირებული 450 ₾ + ბონუსი (საშუალოდ 200 ₾) ** ვაკანტური ადგილები: 2
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და დაიწყე პროფესიული ზრდა ჩვენთან ერთად!
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/ProductionIntern/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.