პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

6NM0NDYY გამოქვეყნდა 5 ნოე 20 ნახვა

საფასადე სამუშაოების Site Manager

ALUMET გარე განცხადება
₾3000–5000 / თვეში +29% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 3,104 ₾ · 44 განცხადება ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას საფასადე სამუშაოების Site Manager-ის პოზიციაზე.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სფეროში. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ალუმინისა და მინის საფასადე სისტემების, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ვენტილირებადი ფასადებისა და მინის მოაჯირების მოწყობა.

ვეძებთ გამოცდილ Site Manager-ს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის ჩაბარებულ ობიექტზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და ყოველდღიურ მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
  • სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების ორგანიზება პროექტის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან, სამუშაო ნახაზებთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ბრიგადების სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და გადამოწმება;
  • სამუშაო ფრონტებისა და შემდგომი ეტაპების დროული დაგეგმვა;
  • ობიექტის მომარაგების დაგეგმვა და საჭირო მასალების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • მასალების სწორად გამოყენებისა და დანაკარგების კონტროლი;
  • პროექტის ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლო შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება;
  • ობიექტზე არსებული ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული გამოვლენა და გადაწყვეტის პროცესის კოორდინაცია;
  • პროექტის მენეჯერთან და პროექტის ინჟინერთან მუდმივი კოორდინაცია;
  • დამკვეთთან, ტექნიკურ ზედამხედველობასთან და ობიექტის სხვა მონაწილეებთან სამუშაო კომუნიკაცია;
  • ობიექტის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ანგარიშების პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და შეთანხმებული საკითხების შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და უსაფრთხოების მენეჯერის მითითებების შესრულების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • Site Manager-ის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგად წაკითხვის უნარი;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და ბრიგადების მართვის გამოცდილება;
  • საფასადე სამუშაოების გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა;
  • MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი — თბილისში მდებარე კომპანიის მიმდინარე სამშენებლო ობიექტები; სამუშაო დღეები — ორშაბათი–შაბათი; ანაზღაურება — 3,000–5,000 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: alumet.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV წერილის სათაურში მიუთითეთ: „Site Manager

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა