გაყიდვების მენეჯერი
Central Management Group საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა, რომელიც Tower Group-ისადა წამყვანი პარტნიორების უძრავი ქონების პროექტებს მართავს და ავითარებს.
https://centralmg.ge/about
ვაკანსიის აღწერა:
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის პროდუქტებისა და შეთავაზებების პრეზენტაცია; - მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; - გაყიდვების პროცესის სრულად მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე; - გაყიდვების გეგმის შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა; - არსებული და ახალი მომხმარებლების ბაზის მართვა; - მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების გაფორმებაში მონაწილეობა; - ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი; - გაყიდვების შედეგებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - შედეგზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - MS Office-ის ცოდნა. - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები: · სამუშაო საათები: 10:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე; · ანაზღაურება: 1500 ლარი + კონკურენტული საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე:
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.