ტექნიკოსი
სასტუმრო GLARROS Hotel Tbilisi, რომელიც თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარეობს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- სასტუმროს ელექტრო-ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
- ტექნიკური გაუმართაობებისა და დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- ინფრასტრუქტურული ელემენტების მეთვალყურეობა და შეკეთება;
- გათბობა-გაგრილების სისტემების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში გეგმური და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება და მოწესრიგებულობა.
- ტექნიკურ მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოს უსაფრთხოების წესების დაცვა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის ქ.15
- სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
- ანაზღაურება: 1500 ლარი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ. მადლობა, რომ დაინტერესდით GLARROS Hotel Tbilisi-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.