ოფისის მენეჯერი
"აგროჰაბი" — აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში — 2016 წელს დაარსდა. კომპანია მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ და ჯანსაღ პროდუქტს ევროპული სტანდარტების შესაბამისად სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ. №151
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის სტუმრების დახვედრა, მიღება და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- შემომავალი ზარების, წერილებისა და სხვა კომუნიკაციების მართვა;
- შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრის ოთახების დაჯავშნისა და მომზადების კოორდინაცია;
- ოფისისთვის საჭირო საკანცელარიო და სხვა ადმინისტრაციული რესურსების კონტროლი;
- ოფისის შიდა წესრიგისა და ადმინისტრაციული სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა;
- მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა საოფისე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
ჩვენთან მუშაობის შემთხვევაში დაგხვდებათ:
- სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- თანამშრომლის სხვა კორპორაციული ბენეფიტები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება - შპს "აგროჰაბი";
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება`
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.