8,508 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6Q7WD5J9 გამოქვეყნდა 15 სექ 3 ნახვა

Travelfy

Travelfy

სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით

Travelfy გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

ტურისტული კომპანია Travelfy აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.

ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება და განვითარება.

ძირითადი ფუნქცია:

პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან Cold Call-ების განხორციელება და კომპანიის სერვისების შეთავაზება.

ასევე, სტაჟიორის ფუნქციებში შევა:

  • ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და ბაზის შექმნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციის წარმოება;
  • დაინტერესებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • შეხვედრების დაგეგმვა კორპორატიული გაყიდვების გუნდისთვის;
  • განხორციელებული ზარებისა და მიღებული შედეგების აღრიცხვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან Follow-up კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

  • გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების მიმართ ინტერესი;
  • პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • სამუშაო საათებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • გაყიდვებისა და Cold Calling-ის ტექნიკების შესწავლას;
  • რეალურ ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;ბიზნეს შეხვედრებისა და ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვის შესწავლას;
  • წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში - კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Travelfy
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა