8127 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6SZ9Y7M5 გამოქვეყნდა 26 აგვ 5 ნახვა

სტაჟირება/სოციალური მედიის მენეჯერი

WATSON Georgia via hr.ge
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ციფრული მარკეტინის კომპანია Watson აცხადებს 3 თვიან, სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!

Watson - ციფრული მარკეტინგის კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებით ოპერირებს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. დღესდღეობით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 30-ზე მეტი პარტნიორი და 80-ზე მეტი მეგობარი კომპანია გვყავს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: watson.ge

ფუნქცია/მოვალეობები: - სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა; - სოციალური მედიის კონტენტის კონტენტ-კალენდრის მიხედვით განთავსება და შესრულების მონიტორინგი; - ტექსტების წერა ქართულ და (სასურველია) ინგლისურ ენაზე; - შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; - სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია); - კრეატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე; - სწრაფად ადაპტაციის უნარი; - წერის კარგი უნარები (ქართული - სავალდებულო, ინგლისური - სასურველია).

რას გთავაზობთ ჩვენ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა; - მოქნილი გარემო და სამუშაო პროცესები; - საინტერესო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა.

ლოკაცია: თბილისი, თბილისის ზღვის პლაზა, ჯ. ლეჟავას 22. გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული.

გაგვიგზავნე შენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ მისამართზე:მეილი: info@watson.ge ტელ: +995597054199

დაიწყე კარიერა Watson-თან ერთად!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
WATSON Georgia
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა