8872 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6VNA6E6F გამოქვეყნდა 25 აგვ 10 ნახვა

უმცროსი იურისტი

გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი სამართალი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)

** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

** შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო.

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შრომის ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა + ულიმიტო სასაუბრო დრო+FITPASS. დასაქმებიდან 1 წლის შემდეგ შესაძლოა დაწინაურება უფროს იურისტად (3000 + ლარი ხელზე), შემდეგ კი მთავარ იურისტად (4000 + ლარი ხელზე).

დამსაქმებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.zlf.com.ge facebook: Giorgi Zarnadze Law Firm. Tiktok: Giorgi Zarnadze Law Firm

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი;

** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

** სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;

** კომპანიების რეგისტრაცია;

** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);

** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);

** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია);

** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (ჩაითვლება უპირატესობად);

** მართვის მოწმობა (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის