ქოლ-ცენტრის ოპერატორი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემსერვისი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ქოლ - ცენტრის ოპერატორის “ პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები: - სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის; - მომხმარებლის სრულყოფილად ინფორმირება პროდუქციის, ფასების, მიტანის სერვისისა და სხვა...შესახებ; - შეკვეთების მიღება; - შეკვეთების პროგრამულად ასახვა; - გამავალი ზარების განხორციელება; - მიღებული შეკვეთების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია); - ქოლ-ცენტრში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; - 1 C პროგრამის ცოდნა; - რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; - საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - თავაზიანობა; - დეტალების მიმართ ორიენტირებული; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი. - ბონუსი 300-400 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფარსადანის ქ.N7;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://midea.selfrecruit.ge/s/QkiF
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.