სამრეცხაოს მუშაკი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას სამრეცხაოს მუშაკის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ. ანაზღაურება: 950-1050 ლარი ადგილმდებარეობა: ბორჯომი
ძირითადი მოთხოვნები
- განათლება - სრული;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ფუნქცია-მოვალეობები
- ახორციელებს სხვადასხვა სახის თეთრეულისა და პირსახოცების გარეცხვას შესაბამისი პროგრამითა და არსებული წესების შესაბამისად. ახორციელებს მათ გაუთავებას და გასაცემად გამზადებას
- ახორციელებს უნიფორმების გარეცხვას შესაბამისი პროგრამითა და არსებული წესების შესაბამისად ახორციელებს მათ გაუთავებას და გასაცემად გამზადებას.
- უზრუნველყოფს ხარჯების კონტროლს, აღრიცხვას და მენეჯერისთვის მიწოდებას
- მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტუმრის პირადი ნივთების მიღებას, სათანადო პირობებით გარეცხვას, დაუთოებას და სტუმრისთვის ჩაბარებას;
- უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ავეჯის ქიმწმენდას და ა.შ.
პიროვნული უნარ ჩვევები
- პუნქტუალობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდურობა და ენერგიულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი სარგებელი
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!