9479 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

6WE25XH1 გამოქვეყნდა 24 ოქტ 9 ნახვა

გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი

ეკოაგრო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ნოე

შპს "ეკოაგრო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • დასაქმების ტიპი: მისაღებია როგორც სრულ ასევე არასრულ განაკვეთზე მუშაობა;
  • ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "ეკოაგრო" არის საქართველოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელსაც აქვს მოცვის პლანტაცია და ორიენტირებულია ლურჯი მოცვის მოყვანა-რეალიზაციაზე. კომპანიის საწარმოო მეურნეობა მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში.

კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, რომლის სარეალიზაციო არეალი მოიცავს როგორც ადგილობრივ ასევე ევროკავშირის და სხვა ბაზრებს.

კომპანია ფლობს საერთაშორისო GLOBALG.A.P. და GRASP სერტიფიკატებს, რაც ასახავს მის ორიენტაციას პასუხისმგებლიან სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე, პროდუქციის უსაფრთხოებაზე, ხარისხის მართვასა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვაზე. კომპანია ყოველწლიურად გადის შესაბამის სერტიფიცირების პროცესს, რაც მისი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შენარჩუნებას ემსახურება.

"ეკოაგროს" განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, საექსპორტო ბაზრების და პოტენციური კლიენტების მოძიება.

ამ მიზნით კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოსა და სხვა ქვეყნებში პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების არხების განვითარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვის ხელშეკრულებების მომზადებასა და გაფორმებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი სარეალიზაციო შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • შეკვეთების შესრულებისა და პროდუქციის მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
  • პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო სხვა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება, მართვა და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით (სასურველია);
  • გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა, წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობის, დროის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანობა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • საერთაშორისო ბაზრებზე B2B გაყიდვების გამოცდილება;
  • ევროკავშირის ბაზრისა და საექსპორტო პროცესების ცოდნა;
  • უცხოელ კლიენტებთან ან სავაჭრო ქსელებთან არსებული კონტაქტები.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

ანაზღაურება და თანამშრომლობის დეტალური პირობები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა