8219 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6WQDF4KD გამოქვეყნდა 26 აგვ 5 ნახვა

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადოქტორო პროგრამის აკადემიური და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელობა და განვითარება; ** პროგრამის შესაბამისობის უზრუნველყოფა თანამედროვე აკადემიურ, კვლევით და საერთაშორისო სტანდარტებთან; ** პროგრამის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების განხორციელების კოორდინაცია; ** პროგრამაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია; ** დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის, აკადემიური პროგრესისა და სამეცნიერო განვითარების ხელშეწყობა; ** ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება; ** დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, კონფერენციებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში ჩართულობის ხელშეწყობა; ** აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა; ** პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის, თვითშეფასებისა და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა; ** პროგრამის განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში; ** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება - მინიმუმ 6 წელი; ** საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ან განვითარებისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება; ** ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომით და/ან პრაქტიკული/შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტი; ** სასურველია დოქტორანტების/კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდილება; ** კომპიუტერული პროგრამები - MS Office; ** ინგლისური ენა - მინიმუმ B2+ დონეზე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV; ** სამოტივაციო წერილი; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი; ** სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი.

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა