დისტრიბუციის ოპერატორი
გაყინული ხორცპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია შპს "კასკო 2015" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის თანამდებობაზე (მანდილოსანი).
სამუშაო ადგილი: ქ. ხაშური, სოფ. ცხრამუხა
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი სადისტრიბუციო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება;
- ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
- მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება;
- სალარო აპარატთან მუშაობა და სალარო აპარატის ქვითრების აღრიცხვა;
- შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე მუშაობა (RS.ge);
- სადისტრიბუციო პროგრამაში მონაცემების შეყვანა და დისტრიბუტორების ყოველდღიური დატვირთვების მართვა (პროგრამის ცოდნა აუცილებელი არ არის);
- ხელმძღვანელის სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია RS.ge-ზე და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის და Microsoft Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე ან დარეკოთ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.