პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

6Y34A958 გამოქვეყნდა 10 ნოე 16 ნახვა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი გარე განცხადება
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 8 დეკ
შესვლა და განაცხადი

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე. სამუშაო ადგილი: მცხეთა ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოვალეობები

  • საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პირველადი და გეგმიური სურსათის უვნებლობის აუდიტის ჩატარება;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
  • კომპანიაში სურსათის უვნებლობის წესების დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება მითითებისამებრ;

სასურველა კანდიდატი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ნებისმიერი ტიპის სასურსათო წარმოებაში;
  • ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301, #173 დადგენილებებისა და HACCP -ის კოდექსის ცოდნას;
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიები, ბიოლოგიის, კვება და საზოაგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს! ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა