კონდიტერი
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** დეპარტამენტი: სამზარეულო
** უშუალო ხელმძღვანელი: მთავარი შეფი
** თარიღი: 19.08.2026
** მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
** გრაფიკი: 09:00 - 17:00; (5/2)
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** დილის საუზმე, ფურშეტის კონცეფციის შესაბამისად, შეფ-კონდიტრის რეცეპტურით სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის მომზადება;
** საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
** არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
** საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
** მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
** საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.
ბენეფიტი:
** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.