მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსი
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://dressup.selfrecruit.ge/s/DQcZq
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.