გაყიდვების კონსულტანტი
Smart Store ხსნის ახალ სტენდს East Point-ში და გუნდში ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ გაყიდვების კონსულტანტებს.
რას ვყიდით: ქეისები, დამცავი მინები, დამტენები, კაბელები, Power Bank-ები, ყურსასმენები და სხვა აქსესუარები.
მოვალეობები
- მომხმარებლის დახვედრა და კონსულტაცია
- სწორი აქსესუარის შერჩევა ტელეფონის მოდელის მიხედვით
- გაყიდვა და სალაროსთან მუშაობა (ნაღდი/ბარათი)
- ვიტრინის მოწესრიგება და პროდუქციის აღრიცხვა
მოთხოვნები
- ასაკი 18+
- ქართული ენის კარგი ცოდნა; ინგლისური/რუსული - უპირატესობა
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა
- ტელეფონებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესი
- გამოცდილება სასურველია, მაგრამ აუცილებელი არ არის - გასწავლით
ჩვენ გთავაზობთ
- 6-საათიანი ცვლები: 10:00-16:00 ან 16:00-22:00
- მოქნილი გრაფიკი - ცვლებს წინასწარ ვგეგმავთ ერთად (კარგია სტუდენტებისთვისაც)
- პირველი თვე - ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდეგაც წარმატებულ სტაჟიორებს ვიღებთ გუნდში
- სწავლება პროდუქციასა და გაყიდვებში
- ანაზღაურება - გასაუბრებაზე
სამუშაოს დაწყება: ნოემბრის ბოლო სამუშაო ადგილი: ს/ც East Point, თვალჭრელიძის ქ. #2
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV (სათაურში: "კონსულტანტი")
გასაუბრებაზე დაგიკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.