დამლაგებელი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76 და ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N 21, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი (ყოფილი ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის შენობა);
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
ანაზღაურება - 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** უნივერსიტეტის ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება.
** ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთული სამუშაოს მიმართ მდგრადობა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე:. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 სექტემბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.