საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერი
კომპანია "Waynex" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 24 გ
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროცესების დაგეგმვა და მართვა;
- გადაზიდვების ორგანიზება და მათი მიმდინარეობის კონტროლი;
- სატრანსპორტო კომპანიებთან, გადამზიდავებსა და მძღოლებთან კომუნიკაცია;
- ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მოძიება;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
- ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი და სტატუსების კონტროლი;
- წარმოქმნილი საოპერაციო საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
- ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა B2 დონეზე. (ინგლისური, რუსული, თურქული)
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სწრაფად გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ მისამართზე. დანიშნულებაში მიუთითეთ "საერთაშორისო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.