7832 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

723SH0ZV გამოქვეყნდა 31 აგვ 5 ნახვა

ბანქოს მჩეხავი

Proxy Live Solutions გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Proxy Live Solutions™ არის დინამიურად განვითარებადი ლაივ-გეიმინგ სტუდია, რომელსაც საქართველოში მასშტაბური ზრდის გეგმები აქვს.

პროქსიში მუდმივად ვვითარდებით და ვიზრდებით ახალ ტალანტებთან ერთად. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებიც გვქმნის ერთიან სტუდიად. Proxy Live Solutions™ გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ კრეატიულ და სწრაფად მზარდ გარემოში პროფესიონალ გუნდთან ერთად.

Proxy Live Solutions™ აცხადებს ვაკანსიას ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე

თუ ხარ ენთუზიაზმით სავსე და კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ახალ კარიერულ შესაძლებლობას ეძებს, მაშინ სწორ ადგილას ხარ. დასაქმდი ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნება იმუშაო მხიარულ და ენერგიულ გარემოში, მიიღო კონკურენტული ანაზღაურება და გქონდეს შენზე მორგებული გრაფიკი.

მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის - ანაზღაურებადი სრულფასოვანი ტრენინგი უზრუნველყოფილია - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ქართული ენის კარგი ცოდნა - ყოველდღიური პროცედურების სწორად შესრულების უნარი - კომპიუტერის საბაზისო ცოდნა - აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

რას შემოიტანთ კომპანიაში: - ენთუზიაზმს - პროფესიონალიზმს - კამერასთან და კამერის მიღმა - დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებასა და სიზუსტეს

რას ველოდებით თქვენგან - ყოველთვის ენერგიული და ჩართული - მაღალი დონის შესრულება თამაშიდან თამაშამდე - ბანქოს არევა და შეცვლა კომპანიის პროცედურების მიხედვით - ბანქოს დათვლა და დახარისხება შესაბამისი პროცედურების მიხედვით - ტრენინგებზე / ვორქშოფებზე / შეხვედრებზე დასწრება და კომპანიის წესებისა და პროცედურების დაცვა

რას გთავაზობთ ჩვენ: - ყოველთვიური საბონუსე სისტემა - ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ - Fit Pass - კორპორატიული ფასდაკლების ბარათი - ანაზღაურებადი ტრენინგები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ - ანაზღაურებადი შესვენებები - უფასო სასმელები და ხილი ოფისში - რეფერალური პროგრამა

თუ მზად ხართ შეუერთდეთ მიზანდასახულ და მოტივირებულ ადამიანთა გუნდს, რომლებიც მზად არიან რეალური ცვლილებების შესაქმნელად, მაშინ თქვენი ადგილი პროქსიშია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Proxy Live Solutions
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა