მოხალისეების მიღება გორში
"საზოგადოება ბილიკი" მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მოხალისეების მიღებას გორში!
"საზოგადოება ბილიკი" არის ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლის მაისში დაფუძნდა შიდა ქართლში. ორგანიზაცია მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან.
მისია: "საზოგადოება ბილიკი" ემსახურება თემის კეთილდღეობის ამაღლებას, თემში მცხოვრები სხვადასხვა ჯგუფების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებითა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად მათი ჩამოყალიბების ხელშეწყობით.
ხედვა: ჩვენი ხედვაა ძლიერი, დამოუკიდებელი ადგილობრივი თემი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ დროულად შეძლონ თემში არსებული გამოწვევების, საჭიროებების დადგენა და მათი ერთობლივი ძალისხმევით მოგვარება
მოხალისეობის პროგრამის მიზნებია:
"საზოგადოება ბილიკში" შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა.
მოხდეს ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით "ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრება.
სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება.
მოხალისეობის დანერგვა საქართველოში.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ
** ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში
** იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე)
** იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
"საზოგადოება ბილიკი" აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:
** საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა)
** ფსიქოლოგიური სამსახური
** შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა, ქარგვა, ხატვა)
** საკლუბო მუშაობა (ტრენინგების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის, კლუბის ხელმძღვანელის დახმარება)
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:, გთხოვთ, subject-ში მიუთითეთ "მოხალისეობის ვაკანსია". ასევე შეგიძლიათ, საბუთები წარმოადგინოთ "საზოგადოება ბილიკში~: გორი, რუსთაველის ქ. # 28.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.