8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7411MVCQ გამოქვეყნდა 25 აგვ 20 ნახვა

კომპანია

დამსაქმებელი

ბუღალტერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1800–2000 / თვეში ბოლო ვადა:

ერთ-ერთი მსხვილი ტექნოლოგიური და ძალიან საინტერესო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

აქ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ უფრო მეტის სწავლას სამომავლო ზრდა-განვითარებისთვის.

გუნდურობა, ლოიალობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულებები, შესასრულებელი დავალებებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში მიღებული გარკვეული გამოცდილება და მზადაა შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ავანსად ჩარიცხულ თანხებზე ანგარიშ-ფაქტურების მომზადება და ატვირთვა RS.GE-ზე;

** შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედდებულის შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისი გატარება სისტემაში;

** მთავარი ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ავანსად მიღებული თანხების კონტროლი და ავანსზე ანგარიშ-ფაქტურის, მათ შორის საგადასახადო დოკუმენტის, ატვირთვა შემოსავლების სამსახურის პორტალზე;

** რეალიზებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და გადამოწმება;

** კლიენტების შესახებ ინფორმაციის დამატება სისტემაში;

** ყოველთვიურად ბუღალტრული გატარებების შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის შენახვა-დაარქივება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;

** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;

** აუცილებელია საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;

** საბუღალტრო პროგრამების პრინციპების ცოდნა;

** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი;

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

** გუნდურად მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურების რეინჯი: 1800-2000 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის