პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას — პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (დროებითი) პოზიციაზე.
2027 წლის იანვრის თვიდან — 6 თვით (დეკრეტის პერიოდში)
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის საქმიანობის, სიახლეებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
- მედიის მონიტორინგი, კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა, მომზადება, გამოქვეყნება და მართვა;
- კომპანიის ვებგვერდისთვის საინფორმაციო და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება და განახლება;
- კომპანიის ცნობადობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდაზე ორიენტირებული PR და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- სარეკლამო და მარკეტინგული საკომუნიკაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების პროცესის კოორდინაცია;
- კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა საკომუნიკაციო საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საინფორმაციო და სარეკლამო ტექსტების მომზადების გამოცდილება;
- სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის არხების მართვის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.12.2026 წ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება. ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.