პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

766ZVR6T გამოქვეყნდა 5 ნოე 10 ნახვა

პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

თელმიკო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას — პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტის (დროებითი) პოზიციაზე.

2027 წლის იანვრის თვიდან — 6 თვით (დეკრეტის პერიოდში)

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის საქმიანობის, სიახლეებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება;
  • მედიის მონიტორინგი, კომპანიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის სოციალური მედიის არხებისთვის კონტენტის დაგეგმვა, მომზადება, გამოქვეყნება და მართვა;
  • კომპანიის ვებგვერდისთვის საინფორმაციო და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება და განახლება;
  • კომპანიის ცნობადობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდაზე ორიენტირებული PR და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სარეკლამო და მარკეტინგული საკომუნიკაციო მასალების მომზადებისა და გავრცელების პროცესის კოორდინაცია;
  • კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა საკომუნიკაციო საჭიროებების განსაზღვრისა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საინფორმაციო და სარეკლამო ტექსტების მომზადების გამოცდილება;
  • სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის არხების მართვის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და ინფორმაციის დამუშავების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი.

მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — პრესს-სამსახურის წამყვანი სპეციალისტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 05.12.2026 წ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.

ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.

დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება. ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა