← ყველა ვაკანსია

76PK3PQJ გამოქვეყნდა 17 ნოე 9 ნახვა

ფინანსური სპეციალისტი

Sixt გარე განცხადება
₾2000–2500 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

"SIXT" არის გერმანული ავტომობილების გაქირავებისა და მობილობის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. SIXT Georgia აქტიურად ვითარდება და ეძებს ფინანსურ სპეციალისტს გუნდის გასაძლიერებლად.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანს, რომელსაც კარგად შეუძლია ციფრებთან მუშაობა, ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვა.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • საბანკო, საბარათე და ნაღდი ტრანზაქციების აღრიცხვა და შეჯერება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
  • ინვოისების, გადახდებისა და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფულადი ნაკადებისა და გადახდების კალენდრის კონტროლი;
  • ყოველთვიური ფინანსური და მენეჯერული ანგარიშების მომზადება;
  • შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების ანალიზი;
  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
  • ბუღალტერთან და კომპანიის მენეჯმენტთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • ფინანსურ ან საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა — აუცილებელია;
  • ფინანსური ანგარიშგებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • საერთაშორისო ბრენდის გუნდში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომპანიის ფინანსურ დაგეგმვასა და ანალიზში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2000-2500 ლარი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ "Finance Specialist".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა