8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

76PKE57P გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

ბიბლიოთეკარი

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

პირობები:

** სტრუქტურული ერთეული: ბიბლიოთეკა

** თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;

** ადგილების რაოდენობა: 1;

** სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოსტავას ქ N 77;

** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.

** სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი (15:00-20:00).

ძირითადი მოვალეობები:

** ბიბლიოთეკაში შემოსული მკითხველის რეგისტრაცია და კონსულტაციის გაწევა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ;

** უნივერსიტეტში არსებული საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა, ბაზის შექმნა და ბაზაში ინფორმაციის მუდმივი განახლება;

** შემოსული საბიბლიოთეკო ერთეულების დამუშავება სტანდარტების შესაბამისად, ბაზაში ასახვა და ფონდში განთავსება;

** გარკვეული პერიოდულობით არსებული წიგნების აღწერის ორგანიზება-ჩატარება, გაცემული/დაკარგული წიგნების აღმოჩენა და მათი დაბრუნების ეფექტური და დროული უზრუნველყოფა;

** ბიბლიოთეკაში ახლად შემოსული, გაცემული და დაბრუნებული საბიბლიოთეკო რესურსების დამუშავება, აღრიცხვა და ფონდში განთავსება, საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით;

** სხვა ფუნქციების შესრულება რომელიც გამომდინარეობს ბიბლიოთეკის დანიშნულებიდან/საქმიანობიდან, ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** სასურველია პროფესიული დიპლომი ბიბლიოთეკარის კვალიფიკაციით;

** მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PP-ძალიან კარგი);

** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

ვაკანსიის დეტალები

** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 10 სექტემბერს.

** კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.

** კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბიბლიოთეკარი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის