7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

77QWCGVD გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი

ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი - გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა: - სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; - ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; - ადამიანური რესურსების მართვის ცოდნა; - საქმისწარმოების ერთიანი წესის ცოდნა.

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: - უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; - ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები; - საქართველოს შრომის კოდექსი.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: - კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დანიშვნის პროცესის ორგანიზება და მართვა ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად; - თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტების გაფორმება; - თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება; - თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება; - თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება და თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება; - თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; - თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა; - დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებების, ხელშეკრულებების, მართვის ორგანოების სხდომის ოქმების, სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, რეგისტრაციაში გატარება, დამუშავება, სააღრიცხვო - საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა - დაგზავნა; - საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - პერსონალის და სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება, მათი შენახვა/უნივერსიტეტის არქივის მუშაობის ორგანიზება და უნივერსიტეტში დანერგილი ელექტრონული ბაზის მუდმივი ინფორმაციული განახლება და მონიტორინგი; - მონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირებაში.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: - ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - ფოტოსურათი 3/4, CD დისკთან ერთად.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება. დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე). საკონტაქტო რეკვიზიტები: ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52 vacancy@neu.edu.ge

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა