7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

786EHMJH გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

დაცვა - ოქროყანა

გუდვილი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე ოქროყანის ლოკაციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები: - ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიის პატრულირება, საეჭვო აქტივობების მონიტორინგი; - წესრიგის დაცვა და ინციდენტების მართვა - დარღვევებზე რეაგირება, კონფლიქტების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების ინფორმირება; - კონტროლის განხორციელება - შესვლა-გასვლის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: ოქროყანა, კოჯრის გზატკეცილი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - უფასო სამგზავრო ბარათს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VvIHuTpd

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
გუდვილი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა