9161 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

797N5J8X გამოქვეყნდა 26 ოქტ 12 ნახვა

სტუმართა მომსახურების ასისტენტი

ეკო ჰაუს მერისი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾100–110 დღეში ბოლო ვადა: 24 ნოე

Eco House Merisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმართა მომსახურების ასისტენტი (სასტუმრო და კაფე).

Eco House Merisi არის პატარა, მყუდრო ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც მოიცავს 14 ნომერს და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ კაფეს. სასტუმროს მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, პოზიცია უნივერსალურია და აერთიანებს სტუმრების დახვედრას, ბარგის გადატანაში დახმარებას, სტუმრების გაცილებასა და კაფეში მომსახურებას. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და სტუმართმოყვარე თანამშრომელს, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული სტუმრების ყოველდღიურ მომსახურებაში და დაეხმარება მომსახურების მენეჯერს სამუშაო პროცესში.

სამუშაო დღეები: 15-20 ანაზღაურება: (100-110 ლარი დღეში განაკვეთი + ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების დახვედრა და გაცილება; - სტუმრების ნომრებამდე მიყვანა და ბარგის გადატანაში დახმარება; - სტუმრების საჭიროების შემთხვევაში დახმარება და მათი მოთხოვნების შესრულება; - კაფეში სტუმრების მომსახურება; - შეკვეთილი კერძებისა და სასმელების სტუმრებთან მიტანა; - მაგიდების გაწყობა, ალაგება და მოწესრიგება; - მომსახურების მენეჯერის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში; - სტუმრებისთვის საჭირო ნივთებისა და აქსესუარების მიწოდება; - სასტუმროსა და კაფეში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაში მონაწილეობა; - სტუმრების კომფორტსა და კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ენერგიულობა და ფიზიკური აქტივობისთვის მზადყოფნა; - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა; - სტუმართმოყვარეობა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - ინგლისური ენის კარგი ცოდნა

რას გთავაზობთ: - მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - სასტუმროსა და სარესტორნო მომსახურების სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - კარიერული ზრდისა და მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურების პერსპექტივას; - მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობას.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს სტუმრებთან ურთიერთობა, არ ერიდება მრავალფეროვანი სამუშაოს შესრულებას და სურს პროფესიული განვითარება სტუმარმასპინძლობის სფეროში.

რეზიუმე და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე გამოგზავნეთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა