ჯუნიორ პროექტ მენეჯერი
ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და კრეატიულ ადამიანს, რომელიც "Gigi On The Road"-ის გუნდს შემოუერთდება და მონაწილეობას მიიღებს როგორც პროექტების ორგანიზებაში, ისე ბრენდის განვითარებასა და აუდიტორიის ზრდაში.
On-site | Full-time / სრული განაკვეთი
მოვალეობები:
** YouTube, Instagram, TikTok და სხვა პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ** გადაღებებისა და პროექტების ლოჯისტიკურ ორგანიზებაში მონაწილეობა; ** ახალი იდეების მოძიება აუდიტორიის გასაზრდელად; ** კონტენტის მიმართულებებისა და ახალი ფორმატების იდეების შეთავაზება; ** ტრენდებისა და სოციალური მედიის ტენდენციების კვლევა; ** კონტენტის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი; ** ბრენდის ონლაინ-პოზიციონირებისა და ცნობადობის ზრდაში მონაწილეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ძლიერი კომუნიკაციის უნარი; ** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი; ** რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; ** სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა; ** YouTube, Instagram და TikTok-ის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა; ** ტრენდებისა და ონლაინ კონტენტის მიმართ კარგი ხედვა; ** სწრაფად სწავლისა და განვითარებისთვის მზადყოფნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პროექტების მენეჯმენტის, მარკეტინგის, SMM-ის ან კონტენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას/სტაბილურ შემოსავალს; ** კომფორტული სამუშაო სივრცე/ოფისი; ** გადაღებებზე Gigi On The Road-ის გუნდთან ერთად მუშაობა; ** პროფესიულ განვითარებას და დიდი გამოცდილების მიღებას; ** კრეატიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV
გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა - https://forms.gle/3ANvVW3Xu3G5eG6j8
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.