მძღოლი
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას — მძღოლის პოზიციაზე
ვეძებთ პასუხისმგებლიან მძღოლს სასწრაფო დახმარების ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის სამართავად.
სამუშაო მოიცავს „ჯეო მედის“ ბინაზე გამოძახების სერვისის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები: - სასწრაფო დახმარების და/ან მსუბუქი ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა; - ექიმისა და სამედიცინო პერსონალის ბინაზე გამოძახებებზე ტრანსპორტირება; - საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ტრანსპორტირება; - ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და სისუფთავის კონტროლი; - სამუშაო დავალებების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება.
მოთხოვნები: - შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა; - ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - ქალაქისა და საგზაო მარშრუტების კარგი ცოდნა; - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა; - სასწრაფო დახმარების ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: „ჯეო მედი“ / ბინაზე გამოძახების სერვისი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.