8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7AT4JC15 გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.

კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.

,,მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ქთბილისში.

რას გთავაზობთ: - დასაქმების შესაძლებლობას სამუშაო გამოცდილების გარეშე ( ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულფასოვან სწავლებასა და ონბორდინგს); - ყოველთვიურ და ლოიალობის ბონუსებს; - სრულად ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს; - კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს: - სალარო ოპერაციების ზუსტი, სწრაფი და ეფექტიანი წარმოება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად; - სავაჭრო დარბაზში თაროების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესების შესაბამისად განლაგება და საჭიროების მიხედვით შევსება; - ფასმაჩვენებლების დროულად განთავსება და პერიოდულად გადამოწმება; - დარბაზში განთავსებული პროდუქციის რეალიზაციის ვადების შესაბამისად გადარჩევა; - მომხმარებლებისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა; - ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა; - უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.

რას მოველით შენგან: - მონდომებას და საქმის მიმართ ინტერესს; - ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციას და თვითგანვითარების მოტივაციას; - მომხმარებლისადმი თავაზიან დამოკიდებულებას; - გუნდურობას და მხარდაჭერის მზაობას; - ლოიალობას და კომპანიის შიდა წესების პატივისცემას;

ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://magniti.selfrecruit.ge/s/DXC7

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის