შესყიდვების და გაყიდვების თანამშრომელი
შპს "ჯი თი კომპანი" ახდენს, სავენტილაციო დამხმარე მასალების იმპორტს უცხოეთიდან და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანიას ესაჭიროება შესყიდვების და გაყიდვების თანამშრომელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, სასურველია ორის ბუღალტერია ან ორის მენეჯერი (არ არის აუცილებელი-ადგილზე შევასწავლით);
** ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში; (rs.ge-დან ზედნადებების ჩამოტვირთვა საბუღალტრო პროგრამაში და ასევე საბუღალტრო პროგრამიდან rs.ge-ზე ატვირთვა. სალაროს და ტერმინალის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში)
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების ოპერაციების კონტროლი;
** პერიოდულად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობა;
** უცხოურ მომწოდებლებთან შეკვეთების წარმოება.
სამუშაო გრაფიკი/პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა - თბილისი, სტანისლავსკის ქუჩა #1 (წერეთლის გამზირის კვეთა, მეტრო გოცირიძესთან ახლოს);
** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 2000 ლარი, ზრდის პერსპექტივით;
** სამუშაო გრაფიკი - ნორმირებული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:30-18:00 სთ).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების და გაყიდვების თანამშრომელი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.