8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7BPW3HX5 გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 სექ

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს შერჩევას სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი, 10:00- 19:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სტუდენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაციების გაწევა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • ფაკულტეტის კურიკულუმის მიღმა აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ორგანიზება, დღის წესრიგის შემუშავება და საბჭოს სხდომის მდივნის მოვალეობის შესრულება;
  • ფაკულტეტის დეკანის, პროგრამების ხელმძღვანელების, აფილირებული პერსონალის შეხვედრების დაგეგმვა, დღის წესრიგის შემუშავება და ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის დატვირთვების განსაზღვრის კოორდინირება, პროცესში მონაწილეობის მიღება; საფინანსო სამსახურისთვის აკადემიური პერსონალის დატვირთვების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნა;
  • აკადემიური პერსონალის საკონსულტაციო ცხრილის მომზადება;
  • სემესტრის ბოლოს საბაკალავრო პროექტის/ ნაშრომის, სამაგისტრო პროექტის/ნაშრომის და პრაქტიკის დაცვის ორგანიზება.
  • აკადემიურ პროგრამაში ცვლილების განხორციელების თაობაზე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • დეკანის სახელით ან დეკანის ასისტენტის სახელით კორესპონდენციისა და უნივერსიტეტის შიგნით თუ გარეთ გასაგზავნი წერილების მომზადება, ;
  • სტუდენტებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • სტუდენტების მობილობასთან, სასწავლო კურსების არჩევასთან დაკავშირებით თანამშრომლობა, გასაუბრებებში მონაწილეობა და სხვა დაკავშირებული საქმიანობა;
  • სტუდენტების საწარმოო პრაქტიკის ორგანიზება, ორგანიზაციებში განაწილება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონულ ბაზაში შეცვლილი სასწავლო პროგრამის/სილაბუსის რედაქტირება, ან თავიდან ატვირთვა. მოდულის, საგნების, სემესტრების, კრედიტების და წინაპირობების მითითებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება/გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის მიმართულებით);
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარები/თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass;
  • პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებს;
  • უნივერსიტეტის მოქმედ პროგრამებზე სწავლის/ჩაბარების შემთხვევაში გადასახადის თანადაფინანსებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითეთ "სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა