ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
iSpace | Apple Premium Partner ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში; - ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი; - მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება; - ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება; - თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად; - მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება - პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება - განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება - სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
აუცილებელი უნარ-ჩვევები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი
რა გელოდება ჩვენთან? - დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში - Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა - თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა) - კარიერული ზრდის შესაძლებლობა - ლოიალურობის პროგრამა - სამუშაო Apple MacBook
თუ ხარ დაინტერესებული ვაკანსიის დეტალებით, გადმოდი ლინკზე https://asbc.selfrecruit.ge/s/W99j
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.