8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7CFG3XCP გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტი

InWest გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"InWest" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სუსტი დენების, ელექტრო და შენობების ავტომატიზაციის სისტემების მიმართულებით. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს — სისტემების დაგეგმვიდან და ინსტალაციიდან მათ გამართვასა და შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერამდე.

გუნდის გაფართოებასთან ერთად, ვეძებთ სამონტაჟო ჯგუფის სპეციალისტს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მიმდინარე პროექტებში და ტექნიკურ გუნდთან ერთად იმუშავებს სხვადასხვა ტიპის საინჟინრო სისტემების მოწყობასა და მონტაჟზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას III ჩიხი, N9

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

როლი და ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ვიდეოსამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს;

** დაშვების კონტროლისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინსტალაციას;

** სუსტი დენებისა და საკაბელო ინფრასტრუქტურის მოწყობას;

** ელექტრო სისტემებთან დაკავშირებულ სამონტაჟო სამუშაოებს;

** ქსელური ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟს;

** შენობის მართვისა და ავტომატიზაციის სისტემების ინსტალაციასა და გამართვაში მონაწილეობას;

** პროექტის ინჟინრებთან და ტექნიკური გუნდის სხვა წევრებთან ერთად მიმდინარე სამუშაოების შესრულებას.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანია:

** პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროობის, ელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული ქსელების ან მონათესავე მიმართულებით;

** სამონტაჟო ან სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულების საწყისი პრაქტიკული გამოცდილება;

** ელექტრო, სუსტი დენების, უსაფრთხოების სისტემების, ქსელური ინფრასტრუქტურის ან მონათესავე მიმართულებებთან პრაქტიკული შეხება;

** ტექნიკური სფეროს მიმართ ინტერესი და პროფესიული განვითარების სურვილი;

** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
InWest
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის