8556 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7F8J40DQ გამოქვეყნდა 25 აგვ 17 ნახვა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

საქართველოს ფოსტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾1250 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას:დახარისხების ოპერატორი საფოსტო გზავნილების დამუშავების სამსახურში

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო განრიგი:I ცვლა:ორშაბათი - პარასკევი 09:00 დან 16:30 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შუალედში. შაბათს 10:00 დან 16:00 მდე. II ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 16:30 სთ-დან 24:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 19:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე შუალედში. კვირას 10:00 დან 16:00 მდე. ანაზღაურება -1250 ლარი

ძირითადი მოვალეობა: - საფოსტო გზავნილების დახარისხება; - საფოსტო გზავნილების გადატანა არსებული წესის შესაბამისად; - გზავნილების შემოწმება რეესტრის მიხედვით და შესაბამისი წესის მიხედვით აღრიცხვა; - გზავნილების შესახებ მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა; - ზედნადების, გზავნილების რეესტრის და მანიფესტის ფორმების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი; - სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება საბაზისო დონეზე; - ყურადღება დეტალების მიმართ; - პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი;

კანდიდატთა შერჩევა: - კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს: - გასაუბრება; - მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2952

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ფოსტა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის