9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7FAJR50S გამოქვეყნდა 5 ოქტ 38 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

უნიკომი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾800 / თვეში −39% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,317 ₾ · 20 განცხადება ბოლო ვადა: 6 ნოე

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. 67, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი"

თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა სტაბილური სამსახური, სადაც შენი შედეგი პირდაპირ აისახება შენს ანაზღაურებასა და პროფესიულ განვითარებაზე — შემოუერთდი UNICOM-ის გუნდს.

რატომ უნიკომი?

კომპანია უნიკომი 2006 წლიდან საქმიანობს ტექნიკის საცალო გაყიდვების სფეროში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გაყიდვების შედეგი, არამედ თანამშრომლის პროფესიული განვითარება, გუნდური მუშაობა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურება.

თუ ტექნიკის სფეროში გამოცდილება არ გაქვს, ეს არ არის პრობლემა — სამუშაოს დაწყებისას გაივლი სწავლებას პროდუქტებისა და გაყიდვების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის პროფესიონალური და მეგობრული კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
  • პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების სწორად წარდგენა;
  • პირადი და გუნდური გაყიდვების მიზნების შესრულება;
  • სავაჭრო სივრცისა და პროდუქციის მოწესრიგებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ვის ვეძებთ:

  • კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლობიან ადამიანს;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულ კანდიდატს;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე ადამიანს;
  • ტექნოლოგიებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის მქონე კანდიდატს;
  • ადამიანს, რომელსაც აქვს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

გაყიდვების სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის — ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივაცია, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.

სამუშაო გრაფიკი:

  • 40-საათიანი სამუშაო კვირა;
  • კვირაში 1 სრული დასვენების დღე;
  • კვირაში 1 მოკლე სამუშაო დღე — 16:00 საათამდე.

ანაზღაურება და პირობები:

  • სტაბილური ფიქსირებული ხელფასი — 800 ლარი;
  • რეალურად მიღწევადი ბონუსი — პირადი გაყიდვებისა და ფილიალის საერთო შედეგების მიხედვით;
  • ჯამური ანაზღაურება — დაახლოებით 1, 500-2, 000+ ლარი, შედეგების მიხედვით;
  • კარგი შედეგის შემთხვევაში საშუალო სამიზნე ანაზღაურება დაახლოებით 2, 000 ლარია;
  • მაღალი შედეგების შემთხვევაში — 2, 000 ლარზე მეტი ანაზღაურების შესაძლებლობა;
  • ბონუსის დარიცხვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემა;
  • პროდუქციისა და გაყიდვების მიმართულებით სწავლება;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობა და გუნდური სამუშაო გარემო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • პატიოსნება
  • პასუხისმგებლობა
  • გუნდურობა
  • ინიციატივა
  • მომხმარებლის პატივისცემა

თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შენი მონდომება და შედეგი ფასდება, შემოუერთდი UNICOM-ის გუნდს!

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგალითად (კონსულტანტი ქუთაისი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა