9748 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7FAZZH26 გამოქვეყნდა 22 ოქტ 10 ნახვა

საკრეტიდო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი

სტანდარტ ფინანსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾750 / თვეში ბოლო ვადა: 19 ნოე
ფორმა · განცხადებაში

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერის პოზიციაზე ოზურგეთში.

კომპანიის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სტანდარტ ფინანსი“ არის სწრაფად განვითარებადი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერაზე. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ საკრედიტო პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შედეგებზე, განვითარებაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაზე.

პოზიციის შესახებ ეს პოზიცია არის საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს ოფისის გარეთ — კლიენტებთან ურთიერთობაში. თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან მუშაობა — ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო ფორმატი: სრული ლოკაცია: ოზურგეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი- 10:00-18:00 (1 საათი შესვენება/მოქნილი გრაფიკი) შაბათი - 10:00- 15:00

ანაზღაურება - საწყისი ეტაპი: ფიქსირებული ხელფასი: 750 ლარი დარიცხული + 300 ლარი ბონუსი - შემდგომ: საბონუსე სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შედეგებზე (გაყიდვები + პორტფელის ხარისხი. 1,500 -3,000)

სწავლება და სტაჟირება - 2 კვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება – პრაქტიკული მუშაობა რეალურ გარემოში, მენტორის მხარდაჭერით - გამოცდილება არ არის საჭირო — ჩვენ გასწავლით ყველაფერს ნულიდან

ძირითადი მოვალეობები - ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა - კლიენტებთან ადგილზე შეხვედრები და ბიზნესის შეფასება - საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება - საკრედიტო განაცხადების მიღება და დამუშავება - სესხების გაცემის პროცესის მართვა

ქოლექშენი/ შეგროვება - გაცემული სესხების გადახდის გრაფიკების მიხედვით კლიენტებისაგან თანხების აკრეფა - კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პორტფელის კონტროლი - ვადაგადაცილებების მართვა

მოთხოვნები და უნარები - გამოცდილება სავალდებულო არ არის - კარგი კომუნიკაციის უნარი - გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება - მზადყოფნა აქტიური მუშაობისთვის ოფისის გარეთ - პასუხისმგებლობის მაღალი დონე

რას მიიღებთ ჩვენთან - კარიერის დაწყების შესაძლებლობა ფინანსურ სექტორში - კონკურენტული ანაზღაურება - შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა ბონუსების მეშვეობით - პრაქტიკული გამოცდილება რეალურ კლიენტებთან მუშაობაში - განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა

მნიშვნელოვანია იცოდეთ - ეს პოზიცია მოითხოვს აქტიურ გადაადგილებას, კლიენტებთან შეხვედრებს და ყოველდღიურ კომუნიკაციას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა