Satışların Genç Yöneticisi
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"სითიქომი" , 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ონლაინ არხიდან შემოსული ლიდების გადარჩევასა და დამუშავებას, პირველადი კომუნიკაციის წარმართვას პოტენციურ მომხმარებლებთან და მათი საჭიროებების ზუსტ აღწერას.
ძირითადი მოვალეობები:
ბაზების გადარჩევა, სოციალური მედიის, ქოლ-ცენტრის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა მარკეტინგული არხების საშუალებით შემოსული ლიდების დამუშავება, მონაცემების შეგროვება და მათი რეგისტრაცია სისტემაში სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ მომხმარებლებთან მოსახლეობის საჭიროებების აღწერა და ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი გაყიდვების მენეჯერისთვის სამეზობლო კრებებსა და კარდაკარ ვიზიტებში მონაწილეობა უფროს გაყიდვების მენეჯერებთან ერთად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემების ორგანიზების უნარი გუნდში მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა ფიქსირებული ხელფასი & საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2000+) პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა კვარტალში 1 დამატებითი Day-off Fitpass დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ https://career.citycom.ge/vacancies/gayidvebis-umtsrosi-menejeri
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.