8690 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7FJH1GNC გამოქვეყნდა 9 სექ 2 ნახვა

მასტერ კოფი

მასტერ კოფი

სავაჭრო აგენტი

მასტერ კოფი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს.

ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება;

** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება;

** ახალი ობიქტების მოძიება;

** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს;

** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;

** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან;

** გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშწორებაზე სრული პასუხისმგებლობა;

** დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან.

უნარ-ჩვევები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა;

** ორგანიზებულობა;

** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა;

აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00;

** დასვენება: შაბათი, კვირა;

** ანაზღაურება: შემოტანილი თანხის 2.8% (2000-3500ლ);

** ყოველთვიური საბონუსე სისტემა;

** ულიმიტო სასაუბრო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო აგენტი (ბათუმი). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მასტერ კოფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა